თავშესაფრიდან ჩუქდება ეს ულამაზესი ძუ ქართული ნაგაზი ,სახელად ბედისა. ის 2019 წლის მაისში მიატოვა პატრონმა. ძაღლი არის გასტერილებული და ამის გამო ვერ ვახერხებთ მის გაჩუქებას.
აქვე დავძენ ,რომ სტერილური ძაღლი გაცილებით მშვიდია და მისი დაწუნება იმის გამო, რომ ლეკვებს ვერ დაყრის არასწორია.
11.09.2021
ეს ქართული ქოფაკი 2019 წლის თებერვლიდან იმყოფება ჩვენ თავშესაფარში. ქუჩაში ვიპოვეთ სარკომით დაავადებული. ვუმკურნალეთ, გამოვაჯანმრთელეთ .თავშესაფარის ხშირმა სტუმარმა იშხანა შეარქვა. გვინდა გავაჩუქოთ კარგ ადამიანზე .
მეგობრებო და კეთილო ადამიანებო გთხოვთ გაავრცელოთ ეს პოსტი და დავეხმაროთ იშხანას გაჩუქებაში.
11.09.2021
დილით თავშესაფარის თანამშრომლებს სამორიგეოს კარებთან თოკით მიბმული შარპეის ჯიშის ძაღლი დახვდათ. ძაღლს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, სავარაუდოდ დემადეკოზი. საჭირო იქნება ანალიზების გაკეთება რომელიმე ვეტ.კლინიკაში .
მეგობრებო გთხოვთ დაეხმაროთ ამ ავადმყოფ ძაღლს დაუფინანსოთ გამოკვლევები და მკურნალობა.